ელექტროობა არის შენობის ნერვული სისტემა, რომლის ხარისხზეცაა დამოკიდებული მთელი ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, კომფორტი და გამართული ფუნქციონირება. ჩვენ გთავაზობთ ელექტროფიკაციის სრულ ციკლს, რომელიც მოიცავს როგორც მრავალბინიანი კორპუსების მასშტაბურ საინჟინრო სამუშაოებს, ისე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ენერგომომარაგების სისტემების მოწყობას. ჩვენი გუნდი მუშაობს “ნულიდან” რაც გულისხმობს პროცესის სრულ მართვას. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებიდან, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებამდე.
მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობისას, ჩვენ ვახორციელებთ მაგისტრალური კაბელების შეყვანას, მთავარი გამანაწილებელი ფარების (MDB) მონტაჟს და სართულშორისი ელექტრო-ინფრასტრუქტურის მოწყობას საერთაშორისო სტანდარტების ზედმიწევნითი დაცვით. თითოეული პროექტი ეფუძნება სიმძლავრეების ზუსტ საინჟინრო გათვლას, რაც გამორიცხავს ქსელის გადატვირთვას და უზრუნველყოფს სტაბილურ, შეუფერხებელ ძაბვას შენობის ყველა წერტილში.




